вторник, 22 июля 2014 г.

მოდული 8

მერვე  მოდულში  კიდევ ერთხელ   გადავხედეთ     სასწავლო პროექტის გეგმას და  მის დამხმარე მასალას. სასწავლო   პროექტის    პორტფოლიოს   გადახედვის   შემდეგ მოვამზადე   პრეზენტაცია ჩემი  კოლეგებისთვის.
მოდულის   ბოლო   ეტაპზე    განვაახლე  ჩემი  ბლოგი: გავხსენი  ჩემი   ფოსტა  , Drave, და  ბლოგი.   ბლოგში შევქმენი  მენიუს ზოლი (მთავარი, ჩემი პროექტები, კონტაქტები)  დავამატეთ  გაჯეტები   (ტექსტის დასაწერი გაჯეტი, სურათის დამატების გაჯეტი, ბლოგის სტატისტიკის გაჯეტი.)    ავტვირთე  GOOGle-ს დისკზე ბმულით  და  ჩემი  პროექტის   პორტფოლიო   გავაზიარე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ტრენინგის  ბოლო   ეტაპზე    გავაანალიზეთ ტრენინგკურსი.

მოდული 7

ამ მოდულში განვიხილეთ  სწავლებისთვის  საჭირო  ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში. მისი  სწავლების პროცესში შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის

მოდული 6

ეს დღე ვიმუშავეთ დიფერენცირებული  სწავლებაზე ვიმსჯელეთ, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები :
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს   მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ, .
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის განვავრცე კვლევითი კომპონენტები მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავების და მათი შესაძლებლობების დონის გაზრდის მიზნით.
 კერძოდ, გამოიკვლიონ რომელი ძეგლი როდის იყო შექმნილი და მისი შექმნის ისტორია და რა თქმა უნდა გამოხმაურებები მის შესახებ. ბოლოს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

მოდული 5

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე.შევქმენით შეფასების რუბრიკები და თითოეულს  მივანიჭეთ ქულა.  შევარჩიე 7 რუბრიკა: მიზანი, ინფორმაცია, წყაროები,მულტიმედია, საავტორო უფლებები შემოქმედებითობა და თანამშრომლობა. მართალია რთულია შეფასება , მაგრამ ვფიქრობ,რომ თუ მოსწავლე შრომობს და ცდილობს მისი ყველანაირი შრომა დასაფასებელია.

მოდული 4

დღევანდელ დღეს ვიყავით მოსწავლის როლში.შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი პოუერ პოუნტში. იყო არჩეული უცნაური ძეგლი , რომლის შესახებაც მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში ავირჩიე მისი საუკეთესო სურათები .შევქმენი სლაიდები გავაფორმე სხვადასხვა საშუალებებით და ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა.

среда, 16 июля 2014 г.

მოდული 3


დღევანდელ დღეს გავიმეორეთ და გადავხედეთ ყველა გაკეთებულ სასწავლო გეგმას.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ინტერნეტ სახემძღვანელოს მესამე მოდულში კარგად   იქნა აღწერილი საავტორო უფლებების შესახებ.განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.MLA  და   APA
.
 შემდეგ ვიმუშავეთ Gmail.  DRIVE-ში ვისწავლეთ დრაივში  საქაღალდის შექმნა გადაწერა და  გაზიარება . გამოგვივიდა საინტერესო დღე.

воскресенье, 13 июля 2014 г.

მოდული 2

დღევანდელ დღეს ვიმუშავე გეგმის დაწერაზე. შევარჩიე პროექტის სათაური .მის მიხედვით კლასი რომელ კლასში შეიძლებოდა ამ პროექტის განხორციელება შევარჩიე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებზეც უნდა პასუხობდეს პროექტი.პროექტში უნდა იკიღხებოდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს სტანდარტთან შესაბამისობაში. შემდეგი ნაბიჯი იყო ამ გეგმის PowerPoint-ში ჩვენება. იმედია საინტერესო  გამოვა.

вторник, 8 июля 2014 г.

მოდული 1

ამ მოდულის ფარგლებში მე ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში გავეცანი ელექტრონულ წიგნს სახელწოდებით პროექტებით სწავლება.ეს  არის სახელმძღვანელო, რომელიც გვეხმარება პროექტების  კეთება კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. შევქმენი პროექტის პორტფოლიო, გავხსენი საქაღალდე,რომელიც სავადასხვა საქაღალდეებისგან შედგება. შემდეგ გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს, საგნის შესაბამისად ავირჩიეთ ჩვენთვის მისაღები. დავათვალიერეთ რესურსები სადაც იყო მრავალფეროვანი მასალა სხვადასხვა საგნების მიხედვით.   გავეცანით პროექტის მოთხოვნებს . განვიხილეთ ნიმუში , რომლის მიხედვითაც შევქმენით ახალი , საკუთარი ნიმუში.